თანხმობა AI დამუშავების შესახებ - ენსო ჯგუფი

თანახმა ვარ, შპს ‘’ენსო ჯგუფი’’-ს სისტემაში ჩემს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, დამუშავდეს ჩემი დასაქმების მიზნით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად რეზიუმედან ჩემი მონაცემების ექსტაქციის ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს ‘’ენსო ჯგუფი’’-ს მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა, ასევე, ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა შპს ‘’ენსო ჯგუფი’’-სთვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: welcome@ensogroup.ge ; ცხელი ხაზი: 0322022060). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.

<