დირექტორის თანაშემწე (ასისტენტი)
27-06-2026 - 27-07-2027
სამუშაო განაკვეთი: სრული

კამკამა | Enso Group 

 

ენსო ჯგუფი არის კომპანია, რომელიც მუშაობს წყლის თანამედროვე ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით. კომპანია ავითარებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს და სანდო მომსახურებას.
ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია — kamkama.ge,  წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად შეარჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია.

ენსო ჯგუფში მუშაობა არის შესაძლებლობა ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პროფესიული გამოცდილება, აიმაღლოთ მენეჯერული ან ტექნიკური კვალიფიკაცია.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.ensogroup.ge

განვითარების ახალ ეტაპზე ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის (ასისტენტის) პოზიციაზე.

კომპანიას ესაჭიროება ყურადღებიანი და ორგანიზებული თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის საქმიანობის მხარდაჭერას, დავალებების კოორდინაციას და მათი შესრულების კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები: 

  • დირექტორის საქმიანობის ადმინისტრაციული და დოკუმენტური მხარდაჭერა;
  • წერილების, ხელშეკრულებების, პრეზენტაციების და სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადება;
  • პარტნიორებთან და თანამშრომლებთან  კომუნიკაციის კოორდინაცია;
  • დირექტორის დავალებების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულების სტატუსების მონიტორინგი;
  • თასქ-მენეჯმენტის, CRM-ის და სხვა საორგანიზაციო სოფტის ადმინისტრირება;
  • დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული მსგავსი დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი  
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა  
  • საოფისე პროგრამების თავისუფალი ფლობა
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება

სამუშაო პირობები:  

  • ანაზღაურება: 2000 ლარიდან;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4.  

 სოციალური პაკეტი:   

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა 
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) 
  • კორპორატიული ნომერი 
  • პარკინგი 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.  ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

რას მიიღებთ ამ პოზიციაზე:

ეს პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, ყოველდღიურად ჩაერთოთ კომპანიის მრავალფეროვან ბიზნეს-პროცესებში, იმუშაოთ უშუალოდ დირექტორთან და პრაქტიკაში გამოსცადოთ თანამედროვე მართვის, ორგანიზების, კომუნიკაციისა და პროექტების კოორდინაციის მეთოდები.

მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული იქნება მათთვის, ვინც მომავალში საკუთარ თავს ხედავს პროექტის მენეჯერად, დირექტორის მოადგილედ, დირექტორად ან საკუთარი ბიზნესის მფლობელად.

 

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<