ჩვენ შესახებ:
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია - კომპანია ენსო ჯგუფის გამორჩეული პროექტია, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის სუფთა წყალზე და კომფორტულ გარემოზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჩვენი პროდუქციის და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: kamkama.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას საიტების ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ვებგვერდების ადმინისტრირებას და დაეხმარება სოციალური მედიის მენეჯერს კომპანიის სოციალური ქსელების მართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ვებგვერდების ადმინისტრირება WordPress-სა და CS-Cart-ში;
- ვებგვერდებზე ინფორმაციის, პროდუქტების, ტექსტებისა და ვიზუალური მასალების განახლება;
- საიტების გამართულად მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- ტექნიკური პრობლემების დროული დაფიქსირება და შესაბამის სპეციალისტებთან კომუნიკაცია;
- სოციალური მედიის მენეჯერის დახმარება კომპანიის გვერდების ადმინისტრირებაში;
- პოსტების, აღწერებისა და სხვა კონტენტის განთავსება შეთანხმებული გეგმის მიხედვით.
სავალდებულო მოთხოვნები:
- WordPress-თან მუშაობის გამოცდილება;
- ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლიანი მიდგომა;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების კარგი ცოდნა;
- დავალებების დროულად და ზუსტად შესრულების უნარი;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სასურველია:
- CS-Cart-თან მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური ქსელები
- ადმინისტრირების გამოცდილება;
- საბაზისო ცოდნა ვებგვერდის კონტენტის, SEO-ს ან ონლაინ გაყიდვების მიმართულებით.
რას გთავაზობთ:
- პრაქტიკულ და მრავალფეროვან სამუშაოს კომპანიის ციფრულ არხებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: 1800 ლარიდან(გამოცდილების მიხედვით);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4.
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.