ჩვენ შესახებ:
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია - კომპანია ენსო ჯგუფის გამორჩეული პროექტია, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის სუფთა წყალზე და კომფორტულ გარემოზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჩვენი პროდუქციის და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: kamkama.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ასორტიმენტის შესწავლა;
- კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- გატარებები სააღრიცხვო პროგრამაში;
- პროდუქციის მარაგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4.
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.