მარკეტინგის სპეციალისტი
კამკამა | Enso Group
ჩვენ შესახებ
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია — კომპანია Enso Group-ის გამორჩეული პროექტია, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის სუფთა წყალზე და კომფორტულ გარემოზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენი პროდუქციის და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდებზე: kamkama.ge; ensogroup.ge
პოზიციის შესახებ
კომპანია ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს მენეჯერის ხელმძღვანელობით და ჩართული იქნება კომპანიის სხვადასხვა მარკეტინგულ პროცესში. პოზიცია მოიცავს მრავალფეროვან საქმიანობას და იძლევა შესაძლებლობას, კანდიდატმა პრაქტიკულად გამოიყენოს მარკეტინგის ინსტრუმენტები, გაიფართოოს პროფესიული ხედვა და განავითაროს საკუთარი უნარები რეალურ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ვებგვერდების და ინტერნეტ-მაღაზიის ადმინისტრირება;
- ვებ რესურსებზე ინფორმაციის, პროდუქტების, ტექსტებისა და ვიზუალური მასალების განახლება;
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
- პოსტების, აღწერებისა და სხვა კონტენტის განთავსება შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
- მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საჭირო მარკეტინგული მასალებით;
- პრეზენტაციების, ბროშურების, კომერციული მასალებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის კოორდინირება და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან კომუნიკაცია მარკეტინგულ საკითხებზე.
სავალდებულო მოთხოვნები
- მარკეტინგის მიმართულებით ინტერესი და განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომპიუტერთან, ონლაინ პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარი;
- ტექსტურ და ვიზუალურ მასალებთან მუშაობის საბაზისო უნარი;
- ახალი ინსტრუმენტებისა და პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი.
სასურველია
- WordPress-თან ან CS-Cart-თან მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
- Canva-ს ან სხვა მარკეტინგული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების მხარდაჭერის ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- ტექნიკური ან სავაჭრო პროდუქციის მარკეტინგთან შეხების გამოცდილება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4.
სოციალური პაკეტი
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა სურვილის შემთხვევაში;
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება ხორციელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში, დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი კუთვნილების, მათ შორის პროფესიული კავშირისადმი წევრობის, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნით.