ვაკანსია
ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
კამკამა | Enso Group
ჩვენ შესახებ
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია — კომპანია Enso Group-ის გამორჩეული პროექტია, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის სუფთა წყალზე და კომფორტულ გარემოზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენი პროდუქციის და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: kamkama.ge
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ონლაინ და სატელებონო არხებით;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება და ტექნიკურ გუნდთან კოორდინირება;
- მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთების მომზადება.
სავალდებულო მოთხოვნები
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- კომპიუტერთან და ონლაინ კომუნიკაციის არხებთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
- პროდუქციის ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
ჩაითვლება უპირატესობად
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება;
- სააღვრიცხო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური პროდუქციის, წყლის ფილტრების, ფილტრაციის სისტემების ან ტუმბოების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: 1500 ლარიდან+ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4.
სოციალური პაკეტი
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება ხორციელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში, დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი კუთვნილების, მათ შორის პროფესიული კავშირისადმი წევრობის, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნით.