ადმინისტრაციული და საოპერაციო კოორდინატორი
14-07-2026 - 14-08-2027
სამუშაო განაკვეთი: სრული

კამკამა | Enso Group 

 

„ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.

კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია kamkama.ge — წყლის ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია.

„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.ensogroup.ge

განვითარების ახალ ეტაპზე ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე.

გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საკითხების მოწესრიგებაში, დავალებების კოორდინაციასა და კომპანიის ციფრული სამუშაო სისტემების გამოყენებაში. 

პოზიცია მოიცავს როგორც მრავალფეროვან, ისე პერიოდულად განმეორებად სამუშაოს. კანდიდატს არ მოეთხოვება ყველა მიმართულებისა და პროგრამის წინასწარ სრულყოფილი ცოდნა — მნიშვნელოვანია ახალი ინსტრუმენტების შესწავლის სურვილი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და სამუშაოს ორგანიზების უნარი. 

ძირითადი მოვალეობები 

  • საჯარო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და დოკუმენტების წარდგენის პროცესის მხარდაჭერა; 
  • ოფიციალური წერილების, ანგარიშებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • ხელშეკრულებების პროექტებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სისტემატიზაცია და განახლება; 
  • სატენდერო და შესყიდვების პლატფორმების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება; 
  • მიმდინარე დავალებების პროგრამაში რეგისტრაცია, მათი სტატუსებისა და ვადების მონიტორინგი; 
  • თანამშრომლებისგან სტატუსების მიღება და მოკლე პერიოდული ანგარიშების მომზადება; 
  • შესყიდვებთან, მომწოდებლებთან, მიწოდებასა და სხვა მიმდინარე ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა; 
  • Microsoft 365-ის, CRM-ის, AI ინსტრუმენტებისა და თასქ-მენეჯმენტის პროგრამების ყოველდღიურ გამოყენებასა და მოწესრიგებაში მონაწილეობა; 
  • კომპანიის ვებგვერდის ადმინისტრირება, კონტენტის განახლება; 
  • პოზიციის ფუნქციებთან და კომპანიის მიმდინარე საოპერაციო საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება. 

ძირითადი მოთხოვნები 

  • ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების გამოყენების დამაჯერებელი დონე; 
  • ინფორმაციის მოწესრიგებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოსა და ვადების მიმართ; 
  • ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების შესწავლის სურვილი. 

უპირატესობად ჩაითვლება 

  • ადმინისტრაციულ, საოპერაციო, შესყიდვების, ლოგისტიკის ან მსგავს მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft 365-ის, CRM-ის ან თასქ-მენეჯმენტის პროგრამების გამოყენების გამოცდილება;
  • ვებგვერდის ადმინისტრირების ან CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა. 

სამუშაო პირობები 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: 1500 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);

რას გთავაზობთ 

  • თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Microsoft 365-ის, CRM-ისა და AI პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაციის მრავალმხრივი გამოცდილების მიღება; 
  • პროფესიული უნარების ეტაპობრივი განვითარება დოკუმენტების მართვის, შესყიდვების, ლოგისტიკისა და დავალებების კოორდინაციის მიმართულებით;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების ეტაპობრივად შესწავლის შესაძლებლობა;
  • ადმინისტრაციულ, საოპერაციო და ციფრულ პროცესებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა; 
  • პასუხისმგებლობისა და კომპეტენციების ზრდასთან ერთად ფუნქციისა და ანაზღაურების გადახედვის შესაძლებლობა. 

თანაბარი შესაძლებლობები 

„ენსო ჯგუფი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე. 

კანდიდატებთან და დასაქმებულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 

კომპანიაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით დაცული ნიშნით. 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!