კამკამა | Enso Group
კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ერთ-რთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.
„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge
ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას წყლის ფილტრების მონტაჟის ტექნიკოსის პოზიციაზე.
გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც ტრეინინგის გავლის შემდეგ შეასრულებს ფილტრების სამონტაჟო და საგარანტიო მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
• წყლის ფილტრების მონტაჟი მომხმარებლის ობიექტზე;
• ფილტრების და კარტრიჯების შეცვლა;
• მარტივი ტექნიკური მომსახურება;
• ფილტრების შეკეთება, ნაწილების გამოცვლა.
სავალდებულო მოთხოვნები
• ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
• ტექნიკური აზროვნება და პრაქტიკული უნარები;
• პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
• მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია;
• B კატეგორიის მართვის მოწმობა;
• საკუთარი ავტომობილი (საწვავი და მანქანის ცვეთა ანაზღაურდება)
წყლის ფილტრებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაოს სპეციფიკას და მონტაჟის წესებს გასწავლით კომპანიაში.
სამუშაო პირობები
• საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი 300 ლარიდან;
• სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, შაბათი 3 საათამდე, კვირა - დასვენება;
• დასვენება ყველა ოფიციალური დღესასწაულზე;
• სამუშაო რეჟიმი: სერვის-ცანტრი, ობიექტებზე გასვლა;
• მისამართი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის 22-ის მიმდებარედ
სოციალური პაკეტი
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
• სადილით უზრუნველყოფა;
• ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
• კორპორატიული ნომერი;
• პარკინგი.
რას გთავაზობთ
• სამუშაო ადგილზე პრაქტიკულ სწავლებას;
• ტექნიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის ეტაპობრივ ამაღლებას;
• სხვადასხვა ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას;
• პროფესიული განვითარების და მომავალში უფრო რთულ ტექნიკურ სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობას.