კამკამა | Enso Group
კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ერთ-რთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.
„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge
ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სერვის-ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც კომპანიის ასორტიმენტის შესწავლის შემდეგ ჩაერთვება საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურების პროცესებში და იზრუნებს ამ მიმართულების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები
• კომპანიის ასორტიმენტის და პროდუქციის ძირითადი მახასიათებლების შესწავლა;
• ტექნიკური მომსახურების სრული ციკლის კოორდინაცია;
• მომსახურების პროცესებში მწარმოებლების მოთხოვნების გათვალისწინება;
• სააღვრიცხო და სერვის პროგრამაში მუშაობა, rs გატარებები;
• სათადარიგო ნაწილების მარაგის კონტროლი და დეფიციტის პრევენცია;
• ტექნიკური მომსახურების პროცესების და ხარჯების ოპტიმიზაცია;
• პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან და პარტნიორ მწარმოებლებთან.
სავალდებულო მოთხოვნები
• ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
• ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
• ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები
• სამუშაო რეჟიმი: ოფისიდან მუშაობა;
• სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00-მდე, კვირაში 5 დღე;
• საწყისი ანაზღაურება: პოზიციის მოთხოვნებთან კომპეტენციის თანხვედრიდან გამომდინარე;
• სამუშაო ადგილი: თბილისში, სათაო ოფისი - დიღომი, ე. ბოცვაძის 4; სერვის-ცენტრი - ავჭალა, ლიბანის 22
სოციალური პაკეტი
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
• კორპორატიული ნომერი;
• პარკინგი.
რას გთავაზობთ
• სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების ეტაპობრივად შესწავლის შესაძლებლობას;
• თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Microsoft 365-სა და სხვა პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
• პროფესიული უნარების ეტაპობრივ განვითარებას როგორც ტექნიკური, ისე მენეჯერული მიმართულებით;
• პასუხისმგებლობისა და კომპეტენციების ზრდასთან ერთად ფუნქციისა და საწყისი ანაზღაურების გადახედვის შესაძლებლობას.
თანაბარი შესაძლებლობები
„ენსო ჯგუფი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე.
კანდიდატებთან და დასაქმებულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. კომპანიაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით დაცული ნიშნით.