კამკამა | Enso Group
კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ერთ-რთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.
„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge
ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე.
გვესაჭიროება ორგანიზებული, სწავლისა და განვითარების სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნესპროცესების კოორდინაციას და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები
• საჯარო უწყებებთან, სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და დოკუმენტების წარდგენის მხარდაჭერა;
• ხელშეკრულებების პროექტების, სამუშაო ინსტრუქციების, რეგლამენტების, სხვა დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და განახლება;
• ოფიციალური წერილების, ხელშეკრულებების, სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადება დამტკიცებული დრაფტების საფუძველზე;
• ტენდერების და შესყიდვის პროცესების დოკუმენტური მხარდაჭერა;
• თანამშრომლების დავალებების კოორდინაცია, შესრულების და ვადების მონიტორინგი;
• Microsoft 365-ის, CRM-ის, AI ინსტრუმენტებისა და თასქ-მენეჯმენტის პროგრამების ადმინისტრირება;
• პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
სავალდებულო მოთხოვნები
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
• ციფრული ინსტრუმენტების სწრაფად ათვისება;
• საპროექტო გუნდის კოორდინირება.
სამუშაო პირობები
• სამუშაო რეჟიმი: ოფისიდან მუშაობა;
• სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00-მდე, კვირაში 5 დღე;
• საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარიდან (შრომითი ხელშეკრულება);
• სამუშაო ადგილი: თბილისში, დიღომი, ე. ბოცვაძის 4.
სოციალური პაკეტი
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• ლანჩით უზრუნველყოფა;
• Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
• კორპორატიული ნომერი;
• პარკინგი.
რას გთავაზობთ
• სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების ეტაპობრივად შესწავლის შესაძლებლობას;
• თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Microsoft 365-სა და სხვა პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
• პროფესიული უნარების ეტაპობრივ განვითარებას როგორც ტექნიკური, ისე მენეჯერული მიმართულებით;
• პასუხისმგებლობისა და კომპეტენციების ზრდასთან ერთად ფუნქციისა და ანაზღაურების გადახედვის შესაძლებლობას.
თანაბარი შესაძლებლობები
„ენსო ჯგუფი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე.
კანდიდატებთან და დასაქმებულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. კომპანიაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით დაცული ნიშნით.