ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
24-07-2026 - 24-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კამკამა | Enso Group

 

კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.

კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.

„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge

ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც კომპანიის ასორტიმენტის შესწავლის შემდეგ ჩაერთვება სატელეფონო და ონლაინ არხებით შემოსული მოთხოვნების დამუშავებაში და დაეხმარება მომხმარებლებს წყლის ფილტრაციის სისტემების შერჩევაში.

ძირითადი მოვალეობები

• კომპანიის ასორტიმენტის ძირითადი მახასიათებლების შესწავლა;
• პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებლის კონსულტაცია;
• მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
• შეკვეთების გატარება და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია;
• მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები

• კომპიუტერთან და ონლაინ კომუნიკაციის არხებთან მუშაობის უნარი;
• ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
• ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები

• ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;
• სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
• სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. №4.

სოციალური პაკეტი

• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• ლანჩით უზრუნველყოფა;
• Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
• კორპორატიული ნომერი;
• პარკინგი.

რას გთავაზობთ

• სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების ეტაპობრივად შესწავლის შესაძლებლობას;
• თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Microsoft 365-ისა და CRM პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
• პროფესიული უნარების ეტაპობრივ განვითარებას როგორც ტექნიკური, ისე მენეჯერული მიმართულებით;
• პასუხისმგებლობისა და კომპეტენციების ზრდასთან ერთად ფუნქციისა და ანაზღაურების გადახედვის შესაძლებლობას.

თანაბარი შესაძლებლობები

„ენსო ჯგუფი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე.

კანდიდატებთან და დასაქმებულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.

კომპანიაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით დაცული ნიშნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!